14:53 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ინფექციური საავადმყოფოს გარდა კორონავირუსიან პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს გარდა კორონავირუსიან პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ, გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა, პაციენტებს მიიღებს საუნივერსიტეტო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი და პლიუს ბოჭორიშვილის კლინიკა, სადაც 11 საწოლი გამოთავისუფლდება.

 

„პირველ ეტაპზე აქამდე თუ მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა პაციენტებს და საკარანტინოს იღებდა რესპუბლიკური, უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება 5 კლინიკა. ინფექციური დარჩება ისევ მიმღებად, საუნივერსიტეტო კლინიკა მთლიანად დაიცლება, და ეს სერიოზული რესურსია. რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, ვინც კარანტინშია ახლა, სხვაგან წავლენ და რესპუბლიკური გახდება მიმღები ავადმყოფების, მეოთხე გორის ჰოსპიტალია, სადაც ასევე არის 140 საწოლი. ეს 4 კლინიკა პლიუს ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი, უკვე გადაწყვეტილია. 4 სახელმწიფო დაქვემდებარების კლინიკა, რომელიც ძალიან კარგად აღჭურვილია და მომზადებულია, 4 კლინიკა – 440 საწოლით, უკვე მობილიზებულია და გადაწყვეტილია და ხვალისთვის იქნება ესენი დაცლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს მართავს კერძო სექტორთანაც და უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება „ავერსთან“, „ევექსთან“ „პსპ-ს კლინიკებთან“ და ღუდუშაურის საავადმყოფოსთან იმასთან დაკავშირებით, რომ გაემზადებიან გასათავისუფლებლად და შეიქმნება 3600 ადგილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის
2020-03-11რას ნიშნავს პანდემია და რა შემთხვევაში ცხადდება ის

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ასევე წაიკითხეთროგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკი სახლის პირობებში

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X