15:36 | 2020-06-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდება – ამას თამარ გაბუნია განმარტავს

როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, თუ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდება – ამას თამარ გაბუნია განმარტავს

თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, მათზე იზრუნებს პირველადი ჯანდაცვის ქსელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

 

„საგამოცდო სივრცეში ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ბუნებრივია, დგება საეჭვო კოვიდის თემა და ამდენად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მინიმუმამდე შევამციროთ ტემპერატურის მომატების დროს კოვიდის ალბათობა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია
2020-06-09ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია

 

თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდებზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, (2-3 დღით ადრეც)მათზე იზრუნებს პირველადი ჯანდაცვის ქსელი.

 

აბიტურიენტს ჩაუტარდება შესაბამისი შეფასება და საჭიროების შემთვევაში, PCR-ტესტირება, თუ ამას ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის.

 

რადგან 2-3 დღით ადრე ჩატარებული ტესტირება ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ კოვიდის არსებობა და აბიტურიენტი, რომელსაც შესაძლოა ტემპერატურა მომატებული ჰქონდეს ლ, გამოცდამდე დავუშვათ საგამოცდო სივრცეში”, – ამბობს გაბუნია.

 

ცნობისთვის: ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 25 ივლისამდე გაიმართება.

 

სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X