18:48 | 2020-06-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

გამოცდების დროს კონდიციონერები ჩართული არ იქნება

გამოცდების დროს კონდიციონერები ჩართული არ იქნება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერები მხოლოდ გამოცდის დაწყების წინ ჩაირთვება. უშუალოდ გამოცდისას ისინი გამორთული იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, გამოცდის პერიოდში მხოლოდ ფანჯრების გაღება იქნება შესაძლებელი.

 

რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე
2020-06-09რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე

 

„ძირითადი, რაც დისკომფორტს შეუქმნის ჩვენს აბიტურიენტებს, ალბათ იქნება მაინც განიავების პრობლემები.

 

რა თქმა უნდა, კონდიციონერები იმუშავებს იმ შენობებში გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის მიმდინარეობის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია.

 

იქნება უზრუნველყოფილი განიავება მაქსიმალურად, მაგრამ სამწუხაროდ, კონდიციონერები ვერ იმუშავებს.

 

თუ გამოცდის დაწყებამდე გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება”, – განაცხადა იმნაძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X