17:42 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა

სპორტსმენ გიორგი კანდელაკის სახლში სამართლადამცველებმა საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს. სავარაუდოდ, სპორტსმენის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 18 წლის მამაკაცის ცემას უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ერთი-ერთია, ვინც 18 წლის ახალგაზრდა სცემა, რომელიც შემდეგ მრავლობითი დაზიანებებით თბილისის კლინიკა „ჯერარსში“ გადაიყვანეს.

 

გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი უკვე დაკითხეს.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ცნობით, სწოედ თარაშმა დაარტყა 18 წლის ბიჭს, რა დროსაც ის გადავარდა და თავის მძიმე დაზიანება მიიღო.

 

სასტიკი ჩხუბი რესტორანში - დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია
2020-06-09სასტიკი ჩხუბი რესტორანში - დაშავებული ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია

 

შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გასული ღამის 2 საათზე დაიწყო და ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახის ძვლებისა და ფუძის მრავლობითი დაზიანება.

ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X