18:49 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

სად იქნება ირაკლი ალასანია – 2020 წლის არჩევნების მარათონის სამზადისი დაწყებულია

სად იქნება ირაკლი ალასანია – 2020 წლის არჩევნების მარათონის სამზადისი დაწყებულია

„თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში არ ბრუნდება და შესაბამისად, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

 

Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ
2020-06-09Exclusive: დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციებს მართავენ

 

„არა, ნამდვილად – არა. ნამდვილად არ არის მოსალოდნელი და არ აქვს ასეთი განზრახულობა, რომ 2020 წლის არჩევნებში რაიმე სახით ჩაერთოს.

 

თუ ირაკლის გაუჩნდება პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი, ის თავად გვეტყვის ჩვენ. მას რომ ჰქონდეს ვარაუდი, რომ მოსალოდნელი იყოს მისი პოლიტიკაში ჩართვა, პირველ ყოვლისა, მის თანაპარტიელებს გვეცოდინებოდა.

 

მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ არჩევნებში ირაკლი აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. რა იქნება ათი წლის შემდეგ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

 

ის თავისი საქმით არის დაკავებული, ის არ ფიქრობს მიატოვოს ეს საქმე და პოლიტიკაში ჩაერთოს“,- განაცხადა შავგულიძემ.

 

ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წავიდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X