
აზერბაიჯანმა საზღვრების ჩაკეტვა პირველ ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მყოფმა ოპერატიულ შტაბმა გაავრცელა.
ქვეყანაში ასევე, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი.
„აზერბაიჯანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 8,191 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 4,606 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 98 კი გარდაიცვალა.























