21:27 | 2020-06-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი დიდი ქვეყნის ლიდერების ჩართულობით – მამუკა ხაზარაძე

რუსეთთან უნდა დავიწყოთ დიალოგი დიდი ქვეყნის ლიდერების ჩართულობით – მამუკა ხაზარაძე

რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა უნდა აიღოს შუამავლობა, მხოლოდ და მხოლოდ მათი თანდასწრებით დავიწყოთ დიალოგი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება საქათველოს მტერია, თუმცა მიუხედავად ამისა აუცილებელია დიალოგის დაწყება ახალ ფორმატში, რომელიც „ძალიან დიდი ქვეყნების ლიდერების“ ჩართულობით უნდა ჩატარდეს.

 

„ჩვენ ოკუპანტს უნდა დავარქვათ ოკუპანტი. რუსეთი დღეს არის ჩვენი მტერი, სამწუხაროდ. რუსეთის ხალხი არა, რუსეთის ხელისუფლება. იმიტომ, რომ მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის და მე მგონი, აქედან უკმაყოფილო არავინ არ წასულა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

 

ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! - მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე
2020-06-09ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე?! - მამუკა ხაზარაძე ალიანსში ინტეგრაციაზე

 

ჩვენ ისეთი ფორმატი უნდა მოვძებნოთ, სადაც რუსეთთან დავიწყებთ დიალოგს, მაგრამ ძალიან დიდი ქვეყნების ლიდერების ჩართვით, ჩვენ ახალი ფორმატი უნდა ვნახოთ.

 

რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა უნდა აიღოს შუამავლობა, მხოლოდ და მხოლოდ მათი თანდასწრებით დავიწყოთ დიალოგი. პირისპირ რუსეთთან დარჩენა და დიალოგი აბსოლუტურად კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ მოახერხებს ამას ჩვენი დიპლომატია ეს მეორე საკითხია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 7 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X