10:08 | 2020-06-10 ავტორი: Prime Time

ბათუმში თევზის კაფე-ბარში აფეთქება მოხდა

ბათუმში თევზის კაფე-ბარში აფეთქება მოხდა

ბათუმში ზღვისპირას მდებარე თევზის კაფე-ბარში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი გაზის ბალონის აფეთქებაა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მიმდებარე ტერიტორიაზე თევზის ბაზარი და რესტორნებიც ფუნქციონირებს.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 240- ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X