
10 წლის თიკა აბაშიძეს, სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. პატარა გოგონა, უკვე 3 წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ოჯახი დონორის ძიებაშია, თავსებადობის კვლევას კი ძალიან დიდი თანხები სჭირდება. ჟურნალი „სარკე“ თაკოს მამას, ემზარ აბაშიძეს ესაუბრა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
აჭარაში აბაშიძეების ოჯახში, დიდი განსაცდელია. 10 წლის თიკა აბაშიძე, ძმისგან ღვძლის გადანერგვას ელოდება. 19 წლის ძამიკოს ღვიძლის ნაწილი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, პატარა გოგოს უნდა გადაუნერგონ, რადგან სხვაგვარად, მის სიცოცხლეს, ყოველწუთიერად, საფრთხე ემუქრება.
გოგონას ე.წ. „ვილსონის დაავადება“ აქვს, რომელიც იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა – სპილენძი ჭარბი რაოდენობით გროვდება ღვიძლში, ტვინსა და სხვა ორგანოებში, სიმპტომები კი, 12- 23 წლის ასაკში ჩნდება, სპილენძის დაგროვება, დროდადრო საშიშ ზღვრამდე მიდის.

– თიკას მამა, ემზარ აბაშიძე:
მისმა ძმამ, როგორც კი გაიგო, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყი, მაშინვე თქვა, ყველაფერს ვიღონებ, ყველანაირად ამოვუდგები გვერდშიო, კვლევები ჩაიტარა, განცხადება დააწერინეს.
ოპერაცია, კახა ქაშიბაძემ უნდა გაუკეთოს, დაფინანსების საკითხია გასარკვევი, 125 ათასი ლარი ჯდება და ჯანდაცვის სისტემა, 80 000 ლარის დაფინანსებას შეგვპირდა და შეიძლება 10 000 დაგვიმატონ, დანარჩენი, ჩვენ გვაქვს მოსაძიებელი. არადა, აღარაფერი დამვრჩა გასაყიდიც კი, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი გაგვაჩნია მხოლოდ.
თურქ ექიმს რომ ველაპარაკე, მითხრა, იქნებ ჩამოიყვანოთო, მაგრამ იქ რა ხდება, ხედავთ, თან აქ მაფინანსებენ, მეხმარებიან და იქ ვინ დამიფინანსებს?
– როგორი ბავშვია თიკა, რამდენად დააჩნია კვალი დაავადებამ მის ხასიათს?
ძალინ მხიარული ბავშვია, მაგრამ ახლა სულ მოთენთილია, ვეღარ ჭამს, ძილი უჭირს… მუცელი მტკივაო გაიძახის. მუდმივად სტკივა. სულ სისხლსვუსხამთ.
მანამდე, მხიარული ბავშვი იყო, სიმღერა, ხატვა უყვარდა, დედამისსაც ეხმარებოდა ყვეაფერშ, საავადმყოფოში ხშირად იყო, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სწავლას არ ჩამორჩენოდა. ვიდეოები გვაქვს გადაღებული, სადაც სადაც ცეკვავს, მღერის… ახლა ძალიან მოწყენილია, იცის, რომ ოპერაცია უნდა გაუკეთონ, ყველას ეუბნება, ოპერაციას გავიკეთებ და მალე დავბრუნდებიო.
– იცის ძამიკომ რომ უნდა იხსნას მისი სიცოცხლე?
კი, იცის, ერთად იყვნენ საავადმყოფოში და გამოკვლევებს იტარებდნენ.






















