14:52 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

ემოციური ფოტოს გმირები 7-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გხდნენ

ემოციური ფოტოს გმირები 7-წლიანი ლოდინის შემდეგ მშობლები გხდნენ

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირებს, მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს, რომლებსაც 7 წელი შვილი არ ჰყავდათ, ვაჟი შეეძნათ.

 

„დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის”, – წერს ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

მედდა, რომელიც 10 წელი უშვილობაზე მკურნალობდა, სამ ტყუპს ელოდება
2020-05-28მედდა, რომელიც 10 წელი უშვილობაზე მკურნალობდა, სამ ტყუპს ელოდება

 

ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილების მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მიდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან.

 

ფოტო: ლევან გაბეჩავა

Lasha Shalamberidze-ს ფოტო.

 

ავტორი: Prime Time

X