
რუსეთში Covid-19ის 8779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6532-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 261 000-ს აჭარბებს.
რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია
7 360 239 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 416 201-ს მიაღწია.






















