
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევში შიდა საუბნო გზების და ქალაქ წნორში სიღნაღის, ქიზიყის, თამარ მეფის და დოდაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბოდბისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება, სოფელ ანაგაში ასფალტობეტონის დაგება მიმდინარეობს, ხოლო ვაქირსა და ქალაქ წნორში ასფალტის საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა.
გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.























