13:12 | 2020-06-12 ავტორი: თამთა თორდია

მაშველი, რომელმაც ერთ საათში 4 ადამიანი გადაარჩინა შს მინისტრმა დააჯილდოვა

მაშველი, რომელმაც ერთ საათში 4 ადამიანი გადაარჩინა შს მინისტრმა დააჯილდოვა

გურიის სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, გიორგი კვაჭანტირაძე შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა.

ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
2020-03-24ვახტანგ გომელაურმა მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებებსა და ჟურნალისტებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

 

 

„გასულ წელს, ურეკში ზღვაზე, დაუდევრობით მრავალი სარისკო ნაბიჯის გადადგმა გვიხდებოდა. მე და ჩემი მეგობრები უკან არასდროს ვიხევდით და ასე იქნება მომავალშიც.

 

ამჯერად დამაჯილდოვეს ადიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. იყო ასეთი ფაქტი – ერთ საათში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენი.

 

ეს ჯილდო ჩემთვის პატივია, მომავალშიც ვიდგე ყველაზე ძვირფასის – ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე“, – ამბობს გიორგი კვაჭანტირაძე. 

ავტორი: თამთა თორდია

X