
ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ მეხანძრე-მაშველის შრომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რადგან ყველა მოვლენა, რომელიც რისკსა და დახმარებას ითვალისიწნებს, მათ გარეშე არ წყდება.

მეხანძრე-მაშველების გმირობა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2017 წლის ზაფხულში მოექცა. ეს იყო ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.

სოციალურ ქსელში პოპულარულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ახალგაზრდა მაშველს ცეცხლმოკიდებული სახლიდან ჩვილი გამოჰყავს.
გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 24 წლის თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეატყობინეს.

დიდუბის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოძახებიდან ბრუნდებოდა, გზად, წერეთლის გაზირზე პანთეონის მოპირდაპირე მხარეს შეუძლოდ მყოფი ქალბატონი შენიშნეს და სასწრაფოს მისვლამდე დაეხმარნენ.























