
ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჯოში მდებარე ავტომაგისტრალზე საწვავის გადამტანი ავტოცისტერნა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 50 კი დაშავდა. ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პირველი ავტოცისტერნის აფეთქების შემდეგ, მალევე ფეთქდება მეორეც. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.






















