
იტალიაში მაგლიანას დასახლებაში 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, მამაკაცი ბინების ქურდობის გამო იძებნებოდა და სწორედ, ერთ-ერთი სახლის ძარცვის დროს დააკავეს.
მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მაინც მოახერხა.























