
ირანელი წარმოშობის კანადელმა რეჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ ფილმი გადაიღო, რომელსაც „Corona“ უწოდა.
მოქმედება ლიფტში ხდება, სადაც ერთად ერთის სახლის 6 მცხოვრები და ჩინელი აღმოჩნდება.
„ფილმის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც ლიფტით ვმგზავრობდი და ჩინელი ტურისტების მიმართ საზოგადოების აგრესიულობაზე ნიუსს ვკითხულობდი“, – ამბობს რეჟისორი.
გადაღებები თებერვალში ვანკუერში, პავილიონში მიმდინარეობდა. იმ დროს კეშვარი ვერც წარმოიდგენდა, თუ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად იქცეოდა.
ფილმის ხანგრძლივობა საათი და სამი წუთია.























