09:48 | 2020-06-15 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X