13:52 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია რუსეთის მიერ – როგორ იცვლებოდა საქართველოს ისტორია

პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია რუსეთის მიერ – როგორ იცვლებოდა საქართველოს ისტორია

2008 წლის 8 აგვისტო იყო კიდევ ერთი სასტიკი მცდელობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მისი ევროპისგან იზოლირებისა.

 

ჩვენი ქვეყნის ისტორიას პერმანენტულად გასდევს ერთი და იგივე მაგალითები – სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისკენ და რუსეთის მხრიდან ამ პროცესების ჩაშლა, მუდმივი ზეწოლა და მცდელობა საქართველოს რუსიფიკაციისა.

 

კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები - გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე
2020-05-20კომუნიზმის დაუსჯელი ცოდვები - გზა თანასწორობიდან დიქტატურამდე

 

მე აღფრთოვანებით და ამავდროულად, გულისტკივილით წავიკითხე ერეკლე მეორის მიმოწერა რომის პაპთან, რომელიც ქართველმა მკვლევარებმა სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში აღმოაჩინეს.

 

ერეკლე სთხოვს რომის პაპს შუამდგომლობას დასავლეთის მეფეებთან. წერილი 1783 წლის 19 მარტითაა დათარიღებული.

 

მასში ნათქვამია: „თურქთა წინააღმდეგ ომს გამოვაცხადებ. მართალია, სპარსეთისგან უფრო თავისუფალი ვარ, მაგრამ შიიტების გამუდმებულმა შემოტევებმა წელში გამწყვიტა.

 

გადამწყვეტი ბრძოლისთვის ავსტრიის იმპერატორისგან ვითხოვ ორ შენაერთს, ორს – საფრანგეთისგან, ერთს – სარდინიისგან, ერთს – ვენეციისგან, ჯარის სახით.

 

ასევე ვითხოვ პაპის შუამავლობას ზემოხსენებულ ხელისუფლებასთან. სანაცვლოდ ამ მეფეებსა და მთელ დასავლეთს ვპირდები ჩემს სამსახურს“.

გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს
2020-05-26გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს

 

რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს წერილები ადრესატამდე არ მისულიყო. ერეკლეს ბოლო დესპანი დაიჭირეს და ფირმანები დაუხიეს. სწორედ მაშინ გახდა მეფე ერეკლე იძულებული , მიეღო გადაწყვეტილება ტრაქტატის თაობაზე.

 

რომში აღმოჩენილ მასალებში ნაპოვნია ასევე რუსეთის იმპერატორის წარმომადგენლის წერილი ევროპელ მისიონერებს:

 

წადით და იმისიონერეთ იქ, სადაც გინდათ, ოღონდ, თავი დაანებეთ საქართველოს“.

 

ამის შემდეგ დაიწყო მათი დაშინება და დევნა.

 

არქივში აღმოჩენილი ეს და სხვა მრავალი მასალა რუსებმა თარგმნეს და თავიანთი რედაქციით მოგვაწოდეს. ამ მასალების დედანში წაკითხვა კი სულ ახლახან შეძლეს ქართველმა მეცნიერებმა.

 

დღეს უკვე არსებობს ისტორიის გაკვეთილები და პარალელების გავლებაც დღევანდელობასთან სირთულეს აღარ წარმოადგენს.

 

კომუნიზმი: ეპოქის მიერ გიჟად შერაცხული ადამიანების ისტორიები
2020-05-26კომუნიზმი: ეპოქის მიერ გიჟად შერაცხული ადამიანების ისტორიები

 

პროდასავლური იდეების დისკრედიტაცია ძველი და ნაცადი ხერხია რუსეთისთვის, რომელმაც ბევრჯერ შეცვალა საქართველოს ისტორია, დააკარგვინა მას დამოუკიდებლობა და დააშორა ევროპულ ოჯახს.

 

როგორ მოხდა მაშინ დასავლური იდეის დისკრედიტაცია, ეს მოდელი ძალიან მნიშვნელოვანია და ჭკუის სასწავლიც.

 

რა მოიმოქმედა ამ ერთმორწმუნე „ჩვენმა გადამრჩენელმა“ რუსეთმა? საქართველოში შემოსვლისთანავე, თუკი რამე სიმდიდრე ნახა, ყველას ერთად მოუყარა თავი და შესაკეთებლად წაიღო რუსეთში, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა.

 

გაძარცვა ქართული ეკლესია, ქართული ენა ამოძირკვა და აქაურობის სრული აკულტურაცია მოახდინა. საფრთხე დღესაც არსებოს, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ და არგუმენტირებულნი ვიყოთ მსოფლიოს წინაშე, რომ დღეს საქართველოში მიდის მრძოლა ევროპული ფასეულობებისთვის, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო იბრძვის, რომ დაიბრუნოს დაკარგული და მეორე მხრივ, ჩვენ კვლავ გვყავს მტერი, რომელიც 300 წლის განმავლობაში გვპარავდა ისტორიას.

 

ყოველი ახალი აღმოჩენა დასტურია იმისა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ორიენტაციის ქვეყანა.

 

ისტორიის ეს გაკვეთილებიც ცხადყოფს იმას, რომ რუსეთი სწორედ მაშინ ხდება ყველაზე აგრესიული, როცა საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპას, ამის კიდევ ერთი მაგალითია 2008 წლის 8 აგვისტო და ის ტერიტორიები, სადაც დღეს კვლავ დგას რუსული საოკუპაციო ჯარი.

 

წლებია „პრაიმტაიმი“ აგვისტოს თვეში აღნიშნავს ხსოვნის კვირეულს. 2012 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დახმარებით, ერთობლივი პროექტის სახით, გამოვეცით „საარქივო მოამბის“ სპეციალური გამოშვება.

 

ჟურნალი შედგენილია დოკუმენტური მასალებით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1921 წლიდან ინახება და კარგად ასახავს საბჭოთა საქართველოს მწარე რეალობას.

 

„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით საქართველოს ისტორიის გმირების დღემდე უცნობ ამბებს.

 

 

თამარ ფხაკაძე „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი

ავტორი: Prime Time

X