15:28 | 2020-06-15 ავტორი: Prime Time

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საუკუნის პროექტი განხორციელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საუკუნის პროექტი განხორციელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის საუკუნის პროექტი განხოციელდება.

2020 წლის 11 ივნისს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სოფლების – ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, საქობოსა და ჯუგაანის წყალმომარაგების სისტემის მთლიანი სამშენებლო სამუშაოების შესახებ ტენდერი გამოაცხადა.

 

პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
2020-06-11სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა ათეულობით წელს ითვლის და აღნიშნული საკითხი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.

 

წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური პროექტით, რომელზეც 27 000 000 მლნ ლარი დაიხარჯება, 30 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

საუკუნის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.

ავტორი: Prime Time

X