
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
უკრაინაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 32 476 შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 912-მდე გაზარდა.























