21:04 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 59 ადამიანია

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული 59 ადამიანია

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვის 59-ია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზრდა.

 

ვირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვში, ერთი მოსკოვის ოლქში, ერთი კალინინგრადში, ერთი სანქტ პეტერბურგში და ორი კემეროვის ოლქში.

 

არსებული ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X