16:57 | 2020-06-16 ავტორი: ნინი ტაველიძე

მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა

მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა

ყველასთვის ცნობილმა, იაფმა და ფართოდ გავრცელებულმა პრეპარატმა, დექსამეტაზონმა, შესაძლოა, იმ პაციენტების სიცოცხლე ისხნას, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმები აღენიშნებათ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში
2020-04-24მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში

 

ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, მედიკამენტის მცირე დოზასაც კი შეუძლია კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 

პრეპარატი იმ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რომლებსაც სასუნთქი აპარატები სჭირდებათ 3-ჯერ ამცირებს.

 

მეცნიერები პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ მთელ მსოფლიოში ტესტავენ.

 

მკვლევარების გამოთვლებით, ბრიტანეთში პრეპარატი კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისში რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი 5 000 ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდნენ.

 

იმის გამო, რომ პრეპარატის ღირებულება იაფია, ის დიდ სარგებელს მოიტანს ღარიბი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ დიდ რაოდენობას ებრძვიან.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევის განმავლობაში 2 000 პაციენტებს პრეპარატი „დექსამეტაზონი“ მისცეს. მათი შედეგები კი იმ 4 000 პაციენტის მონაცემებს შეადარეს, რომლებსაც მედიკამენტი არ მიუღიათ.

 

შედეგებმა აჩვენა, რომ სასუნთქ აპარატზე შეერთებული პაციენტების სიკვდილიანობის რისკი 40%დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტების სიკვდილიანობის რისკი, რომლებსაც ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ 25%-დან 20%-მდე.

 

„ეს ერთადერთი პრეპარატია, რომელმაც სიკვდილიანობის რისკი საგრძნობლად შეამცირა. ეს დიდი მიღწევაა“,- ამბობს პროფესორი პეტერ ჰორბი.

 

პროფესორ ლენდრეის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში პაციენტებს პრეპარატი აუცილებლად უნდა მისცენ. თუმცა, ხალხი არ უნდა წავიდეს აფთიაქებში და არ შეიძინოს მედიკამენტი – დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას დექსამეტაზონის ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X