17:30 | 2020-06-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი ინფიცირებულების დექსამეტაზონით მკურნალობაზე

თენგიზ ცერცვაძის პირველი კომენტარი ინფიცირებულების დექსამეტაზონით მკურნალობაზე

ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა.

 

მედიკამენტის მცირე დოზასაც კი შეუძლია კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

 

რას ფიქრობენ ქართველი ინფექციონისტები და რამდენად გამართლებულია ეს მეთოდი საქართველოში – ამაზე „პრაიმტაიმი“ თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

 

მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა
2020-06-16მოულოდნელი სიახლე -კორონავირუსის სამკურნალოდ დექსამეტაზონი ეფექტური აღმოჩნდა

 

„ჩვენც ვიყენებთ, თუმცა იშვიათად. ძალიან შეზღუდულ და გარკვეულ, კონკრეტულად განსაზღვრული ჩვენების მიხედვით. მასობრივად არ ვხმარობთ.

 

კითხვაზე, რატომ იყენებენ იშვიათად და აქვს თუ არა მკვეთრი უკუჩვენება, თენგიზ ცერცვაძე გვპასუხობს:

 

„უკუჩვენება დექსამეტაზონს კი არა, ყველა პრეპარატს აქვს. ისინი ვირუსისგან ორგანიზმს წმენდენ, თუმცა შესაძლოა, სხვა ორგანოებისთვის არ იყოს კარგი“, – გვითხრა ცერცვაძემ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X