
საბერძნეთში უკვე მეორე ქართველი ემიგრანტის ვირუსით დაინფიცირება დასტურდება, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო DIASPORA.GE წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახის დამხმარედ დასაქმებული ზოია კ.-ს შემდგომ მეორე ემიგრანტი მ. ო- ც ადასტურებს, რომ ის ვირუსით დაინფიცირდა, თუმცა, თავს კარგად გრძნობს და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც საჯაროდ წერს.
ის ახლობლებს მოუწოდებს სიმშვიდისკენ და აცხადებს, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ აქვს და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
მისივე საჯარო განცხადებით კორონა ვირუსი მას სავარაუდოდ მისი დამსაქმებლისგან შეხვდა, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა.
ამავე თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
























