
კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ადამიანი დააზარალა, თუმცა დაწესებული რეგულაციების გამო, ყველაზე დიდხანს შემოსავლის გარეშე მომღერლები და მუსიკოსები დარჩნენ.
შეზღუდვების გამო შექმნილ პრობლემებზე თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში “არტ FM”-ში ისაუბრა ლელა წურწუმიამ.
“საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის მიბმული ბანკთან. სახელოვნებო პროფესიაში, არ არის ისეთი შემოსავალი, რომ 6 თვე არ ვიმუშავო და მაინც მშვიდად ვიყო ამის გამო.
მეც ვარ ბანკის ერთ-ერთი მსესხებელი, როცა ჩაირთვება ეს ბანკი და არ მექნება შემოსავალი, როგორ უნდა გადავიხადო თანხა.
თეატრებს, მოცეკვავეებს და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს რა შემოსავალიც აქვთ, ბევრად მეტია მათი შრომა.
გუშინწინ ერთ-ერთ მარკეტში შევედი, არ იყო დისტანცია დაცული და ვიფიქრე შენიშვნას მივცემ-მეთქი, მაგრამ მივხვდი ჩამქოლავდნენ.
პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, კარანტინის პერიოდში საგანგებოდ მოვიქეცი” – განაცხადა ლელა წურწუმიამ.























