
არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავდა, დამაკმაყოფილებელია.
იგი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლინიკაში ამბობენ, რომ ერთადერთი დაზიანება, რაც ბავშვს აღენიშნება, ფეხის მიდამოში ექსკორეაციაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ასევე დაშავებულ ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.























