11:40 | 2020-06-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა! – გოგა ჩანადირი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა! – გოგა ჩანადირი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

მხარდაჭერა გიორგი გაბუნიას!

ეს არის სულმდაბლობა და ჩვენი ქვეყნის დაცინვაც, რომ ჩეჩენეთში რამზან კადიროვი ბედავს და ჩვენი მოქალაქის, მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავს.

 

კადიროვის მორიგი მუქარა გაბუნიას - ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს
2020-06-17კადიროვის მორიგი მუქარა გაბუნიას - ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს

 

მოტივი კი შარშან, ჟურნალისტის მიერ ეთერში პუტინწამგლეჯის აუგად მოხდენიება ყოფილა.

 

არავინ უნდა გაბედოს საქართველოში მკვლელობის ჩასადენად ჩამოსვლა.
ამ საქმის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“.

 

ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.

 

მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X