17:45 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

„პროგნოზი არაკეთილსაიმედოა“ – პრინც უილიამს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს

„პროგნოზი არაკეთილსაიმედოა“ – პრინც უილიამს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს

„პრინცი უილიამი მხედველობას კარგავს?!“, – ამ სათაურით სტატიას Gossip Cop-ი ავრცელებს.

 

პრინცი უილიამი პანდემიის დროს ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა
2020-06-06პრინცი უილიამი პანდემიის დროს ადამიანებს ანონიმური მესიჯებით ამხნევებდა

 

National Enquirer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ინკოგნიტო – „მეფის კარზე მომუშავე“ ირწმუნება, რომ ბრიტანეთის პრინცი „სასოწარკვეთილია“ და უამრავ ცნობილ ექიმს სტუმრობს, რათა მის მხედველობას რამეთი უშველონ. სავარაუდოდ, პრინც უილიამს 5 წელი აქვს მანამდე, სანამ ის მხედველობას სრულად დაკარგავდეს.

 

„მან საჯაროდ განაცხადა, რომ მხედველობის პრობლემები აქვს. თუმცა, მეფის კარზე მე მითხრეს, რომ ის ძალიან შეშინებულია, რადგან მხედველობას კარგავს“,- ამბობს ინკოგნიტო.

 

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან წასვლა ძალიან დიდი სტრესის მომტანი აღმოჩნდა ქეითისა და უილიამისთვის:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ქეითი საზოგადოებას ყოველთვის ძლიერ სახეს აჩვენებს, შიშობენ, რომ მისი სამყარო იშლება.

 

უილიამის ბრძოლა მხედველობის დაკარგვასთან მისთვის დამანგრეველი და გულსატკენია“.

 

სავარაუდოდ, ტაბლოიდი 2 კვირის წინანადელ პრინც უილიამის ინტერვიუს დაეყრდნო:

 

„ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობის პრობლემები მაქვს, მაგრამ კონტაქტურ ლინზებს არ ვიყენებ. სიტყვით გამოსვლების დროს, ადამიანების სახეს ვერ ვარჩევდი, ეს დამეხმარა გამოსვლის დროს ნერვიულობა მეკონტროლებინა“,- ამბობს პრინცი უილიამი.

ავტორი: Prime Time

X