19:05 | 2020-06-18 ავტორი: თამარ გონგაძე

ილიკო სუხიშვილი ღია სცენაზე ცეკვას დგამს – ნახეთ ვიდეო

ილიკო სუხიშვილი ღია სცენაზე ცეკვას დგამს – ნახეთ ვიდეო

“ილიკო სუხიშვილი ახალ პროექტზე მუშაობს” – ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” “ფეისბუქის” გვერდზე ამ სახელწოდებით განთავსდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ რეპეტიციობს ორ მოცეკვავესთან ერთად, ღია სცენაზე, ილიკო სუხიშვილი.

 

ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორის მოადგილე, ხატია ეკიზაშვილი, “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ ნაფეტვრების ღია სცენასთან დაკავშირებით ანსამბლს გეგმები აქვს.

 

ყველა გადარჩენას ვცდილობთ! - როგორ ცდილობს ამას ნინო სუხიშვილი
2020-04-24ყველა გადარჩენას ვცდილობთ! - როგორ ცდილობს ამას ნინო სუხიშვილი

 

ხატია ეკიზაშვილი: – ილიკო ახალ ცეკვას დგას. ჯერ არც საბოლოო სახე აქვს ცეკვას და როგორც ვიდეოში ჩანს, ახლა მუშავდება. ამ პერიოდში რეპეტიციები არ გვქონია, ჩვენს საზაფხულო სცენაზე კი მხოლოდ ერთ წყვილთან მიდის რეპეტიცია.

 

ეს ჩვენი ღია სცენაა, ამჯერად სარეპეტიციოდ მას ვიყენებთ და მომავალში ბევრი გეგმაც გვაქვს. ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გაგიმხელთ. დაგველოდეთ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X