
ხათუნა ჟორდანიას უმცროსმა ქალიშვილმა, ანასტასია ხაჩიძემ, თოქ-შოუ “პროფილში” ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დედას მძიმე – ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
“ძალიან შემზარა როცა ეს ამბავი გავიგე, მარტივი გადასახარში არაა ეს, მითუმეტეს როცა ჩემს ასაკში ხარ.
მახსოვს ბაკურიანში ვიყავი, ნინიმ დამირეკა: ახლა მამაშენი გამოგივლის და დროზე ჩამოდიო.
არ მეუბნებოდნენ რა ხდებოდა, ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო და მთელი გზა მეტირებოდა” – გაიხსენა ანასტასია ხაჩიძემ.























