12:14 | 2020-06-19 ავტორი: თამთა თორდია

რას ამბობს გიორგი გაბუნია, სააკაშვილის და ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერზე

რას ამბობს გიორგი გაბუნია, სააკაშვილის და ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერზე

გავრცელდა ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის საუბარია ასახული.

Obozrevatel.com მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს
2020-06-19Obozrevatel.com მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს

 

 

 

ჩანაწერში საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე, რომლის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია პირველად ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

 

ჟურნალისტების კითხვას ჩანაწერთან დაკავშირებით, გიორგი გაბუნია პასუხობს, რომ მან საერთოდ არ იცის რა ჩანაწერზეა საუბარი.

 

„არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს და ვერანაირ ეჭვს ვერ გამიჩენს, რადგან არ ვიცი რაზე საუბრობთ. ჩანაწერი მე არ მომისმენია“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 

ავტორი: თამთა თორდია

X