11:41 | 2020-06-19 ავტორი: Prime Time

ალეკო ელისაშვილი: „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილთა 98%-თვის პოლიტიკა საშოვარია

ალეკო ელისაშვილი: „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილთა 98%-თვის პოლიტიკა საშოვარია

„იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა. „ნაციონალური მოძრაობით“ დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული. ვისთვისაც პოლიტიკა საშოვარია“, – ამის შესახებ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ითვლიდნენ თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მიიღებდნენ ბიუჯეტიდან.

 

“ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილ ოპოზიციას გამოვეთიშე იმიტომ, რომ დიდი დისკომფორტი მქონდა მეც და ლევან იოსელიანსაც. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიუღებელი ადაიანი ესწრებოდა ხოლმე. პრორუსები… იქ მყოფი ადამიანების 98% დისკომფორტს მიქმნიდა.

 

„ნაციონალური მოძრაობით“ დაწყებული და ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული. ვისთვისაც პოლიტიკა საშოვარია. იქ იყვნენ პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას.

 

ორ-ორი პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და რომ ჭამენ და ხრავენ საქართველოს ფულს.იმ აჯაფსანდალში ერთადერთი რამის გამო, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო სახელმწიფოებრივი ამოცანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X