
მამა საბა (ჭიკაიძე) ვაკის ფერიცვალების ტაძრის მოძღვარია. ის ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ პოპულარულია არამხოლოდ ქადაგებებით, არამედ მის მიერ შესრულებული სიმღერებითაც.
მამაო „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ სიმღერა ბავშვობიდან მისი გატაცებაა და მეგობრებთან ერთად მუსიკალური ჯგუფიც კი ჰქონდა ჩამოყალიბებული.
💖
Posted by Natia Leshkasheli on პარასკევი, 19 ივნისი, 2020
მამაო ამ სიმღერას ნინუცა ტატიშვილთან ერთად ასრულებს. ნინუცა მსახიობის და იუმორისტის, ვახტანგ ტატიშვილის შვილიშვილია.
„როგორც ასეთი მუსიკალურ სასწავლებელში არ მივლია და პროფესიული განათლება არ მაქვს, მაგრამ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება.
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ხალხური სიმღერების ანსამბლში – „დარიალში“ მივედი, თემურ ქევხიშვილთან. იქ ვიარე სკოლის დასრულებამდე.
გუნდურმა სიმღერამ დიდი გამოცდილება შემძინა. საკმაოდ ჰარმონიული სმენა ჩამომიყალიბდა.
სკოლის დამთავრების შემდეგაც აქტიურად ვმღეროდი, ვგალობდი. 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით ვიყავი მამა არჩილ მინდიაშვილთან მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა.
სემინარიაშიც, აკადემიაშიც სულ ვეძებდი, ვინც სმენიანი იყო და პატარ-პატარა გუნებს ვაყალიბებდით.
მეგობრებს გვქონდა პატარა ანსამბლი – „ლაზი“, თუმცა დიდი კონცერტებს ვერიდებოდით ხოლმე. იშვიათად გამოვდიოდით ასეთ ღონისძიებებზე.
ინსტრუმენტს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც თვითნასწავლი ვარ, პიანინოზე და გიტარაზეც ვცდილობ…
საერთოდ ექიმობას ვაპირებდი, თუმცა ეროვნული მოძრაობის და დედის გავლენა იყო, რომ ეკლესიასთან დავახლოვდი. გადავწყვიტე სასულიეროში ჩამებარებინა. 2010 წელს დიაკვნად, 2011 წელს კი მღვლად ვეკურთხე“, – უყვება „პრაიმტაიმს“ მამა საბა.























