
რამდენიმე დღის წინ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როგორც მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მისი კვალი მცხეთა-საგურამოს ტერიტორიაზე ქრება.
„ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ახლობელმა ანი შაქარაშვილმა.
პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.
ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.























