
ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩეს მეუღლეს ახალი კოროვირუსი დაუდასტურდა.
„პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან“- აცხადებენ მთავრობაში.
ესპანეთის მთავრობის ორ წევრს, თანასწორობისა და რეგიონალურ საქმეთა მინისტრებს, კორონავირუსი მიმდინარე კვირას დაუდასტურდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.
იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის მთავრობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ.























