14:03 | 2020-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სახლიდან, სადაც გაუჩინარებული ფეხბურთელი ბოლოს იმყოფებოდა, ბლაგვი საგანი ამოიღეს

სახლიდან, სადაც გაუჩინარებული ფეხბურთელი ბოლოს იმყოფებოდა, ბლაგვი საგანი ამოიღეს

სახლიდან, სადაც გაუჩინარებული ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ბოლოს იმყოფებოდა პოლიციამ მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის ბლაგვი საგანი. ამის შესახებ „რუსთავი 2“ იუწყება

 

გარდა ამისა, საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ახლობლებმა ისაუბრეს.

 

ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი - დაკარგული ფეხბურთელის ბიძა
2020-06-21ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი - დაკარგული ფეხბურთელის ბიძა

 

მათივე ინფორმაციით, ამირხანაშვილი აცხადებს, რომ ეს დაზიანებები მან არა ფიზიკური დაპირისპირების დროს, არამედ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისისკენ მიმავალ გზაზე ნაძალადევის რაიონიდან ჩამოსული ბიჭებისგან დამალვას ცდილობდა. მისი განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მასსა და აღნიშნულ ახალგაზრდებს შორის არ მომხდარა.

 

მოწმეების ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეების დიდ ნაწილს დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ყველამ იცის, რომ დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარეკა თბილისში და მეგობრებს დახმარება სთხოვა.

 

გიორგი შაქარაშვილმა და გურამ ამირხანაშვილმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს , რაც ადგილზე მოხდა კონფლიქტი. მათ გაარიდეს ვითარებას თავი. მას შემდეგ, რაც ისინი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მათ დაეწია ავტომობილი. ავტომობილში 2 პირი იჯდა, ისინი გაუსწორდნენ იქვე ახლოს მყოფ 2 მამაკაცს, საიდანაც ერთ-ერთი არის ვახო ახვლედიანი და რომელიც მოწმის სახით გუშინ ჰყავდათ ტერიტორიაზე სამართალდამცველებს.

 

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით 19 წლის სპორტსმენის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. მაშველები გაუჩინარებული ფეხბურთელს 4 დღე ეძებდნენ.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X