
„კანონიერი ქურდის“ მინდია ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, მისი ძმის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში ბელარუსში ჩატარდება.
როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, მისთვის თურქეთის მხარის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„არანაირ გარიგებაზე არ წავსულვარ. ექსტრადირება საქართველოში უნდა მომხდარიყო. ბელარუსში მოხვდა, რადგან ინტერპოლის ძებნილია, იქაც დაგვაკავეს. ამ დროისთვის ბელარუსის პატიმრები ვართ. ვერც ერთ მხარე ვერ ვადანაშაულებ.
შეგნება მაქვს, იმიტომ ავიღე კარვები, თურქეთის საკონულოსთან. ამ ეტაპზე იმ მხარესთან მოთხოვნა არ მაქვს. ბელარუსში ჩატარდება პროცესი. იურიდიულად გავერკვევი და შემდეგ ისევ გავაგრძლებ. ყველას მოვთხოვ პასუხს სასამართლოს გზით. არ წავსულვარ გარიგებაზე.
პროცესს დაველოდებით და იმის მიხდვით იქნება. ექსტრადირებას კიდევ მოვითხოვ. გავერკვევით დეტალებში ვინ დავადანაშაულო. ვის მოვთხოვო პასუხი,“- აცხადებს მინდია გორაძე.























