17:24 | 2020-06-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ფანჯრიდან ეფერა და სიყვარული უხსნა“ – მამიკოს სანახავად ციხეში მერაბ კობიაშვილის შვილი მივიდა

„ფანჯრიდან ეფერა და სიყვარული უხსნა“ – მამიკოს სანახავად ციხეში მერაბ კობიაშვილის შვილი მივიდა

„პენიტენციური დაწესებულება მამიკოს სანახავად მივიდა… ფანჯრიდან ეფერა და სიყვარული უხსნა ძალიან მომენატრეო, ღმერთამდე მიყვარხარო“, – ამის შესახებ  გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული, მერაბ კობიაშვილის მეუღლე ნატა ქიტესაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს.

 

„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით“ - მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე
2020-03-02„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით“ - მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე

 

პენიტენციური დაწესებულება… მამიკოს სანახავად მივიდა… ფანჯრიდან ეფერა და სიყვარული უხსნა ძალიან მომენატრეო, ღმერთამდე მიყვარხარო

 

რა უნდა ამ გოგოს აქ, ან მამამისს რა უნდა აქ?!

 

ან რა გინდოდათ თქვენ?!

 

ხო, რა ჯანდაბა გინდოდათ?!

 

რატომ არ გეყოთ და რატომ ვერ გაძეხით მისი ამდენჯერ ცემით…

 

როგორ ერთი კაცი მაინც არ იყო თქვენს შორის, ერთი სინდისის მქონე ადამიანი, რომ ეთქვა გვეყო, მოვრჩეთ, დავანებოთ თავი“, – წერს ნატა ქიტესაშვილი.

 

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.

 

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X