
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის კითხვებს რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი პასუხობს:
დიმიტრი გორდონი:
– ხშირად ჩადიხარ საქართველოში?
თინა კანდელაკი:
– იცი, სამწუხაროდ სააკაშვილის დროს არ გამომდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დატოვა საქართველო, ამის შესაძლებლობა დამიბრუნდა და ეხლა, ჩემს დაბადების დღეზე მთელი ჩემი ოჯახით იქ ვიყავით.
დიმიტრი გორდონი:
– მითხარი თუ შეიძლება, რუსეთმა რომ დაიპყრო ნახევარი საქართველო ეს შენთვის გასაგებია?
თინა კანდელაკი:
– საქართველო ასე არ თვლის. შენ თუ მოსმენილი გაქვს, ჩვენი შეხედულებით ჩვენ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს.
2004 წლის 5 იანვარს, სააკაშვილი თავისი კორტეჟით შევიდა ცხინვალში და 2004 წელს ერებს შორის კონფლიქტი სრულებით დარეგულირდა. დარჩენილი იყო კონფლიქტის მხოლოდ პოლიტიკური ნაწილის მოგვარება, და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ამის იმედი გვქონდა. სააკაშვილმა რისი გაკეთებაც მოახერხა 4 წლის განმავლობაში, ზუსტად ეგ იყო იმის შედეგი, რომ 2008 წლის აგვისტოში დაიკარგა აფხაზეთიც და ოსეთიც.
შენ ალბათ გაგეცინება, შენ ეს ალბათ არ იცი, რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრები სააკაშვილმა გაავლო. აი ზუსტად ის საზღვრები, სადაც ეხლა ეს „სუვერენული“ სახელმწიფო იმყოფება. დიახ.
როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, და შესაბამისად, ყველა რესპუბლიკა გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, მაშინ საქართველო ჩამოყალიბდა თავისი საზღვრების ფარგლებში ერთიან სახელმწიფოდ, სააკაშვილმა კი თავისი პოლიტიკური ინტრიგებით, მაგალითად ოსური ისტებლიშმენტის რაღაც ნაწილი თავის კონტროლის ქვეშ აიყვანა და უპირისპირებდა ერთმანეთს იქაურ ელიტებს.
ეს საზღვრები მან დაადგინა. ეს ბევრმა არ იცის. აი ზუსტად ამ შემოხაზული საზღვრებით ოსეთი ჩამოშორდა საქართველოს.
ის რასაც შენ ამბობ, ეგ ნაციონალების შეხედულებაა, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ მხარს, კიდევ კაი, ამ ხალხის რაოდენობა უკვე ძალიან მცირეა. დანარჩენები ესე არ ფიქრობენ, მათ მშვენივრად ესმით თუ ვინ და რა გატარებულმა პოლიტაკამ ჩამოაშორა ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს.
დიმიტრი გორდონი:
– მითხარი, სააკაშვილი რომ უდიდესი ქართველი რეფორმატორია ამას ეთანხმები თუ არა?
თინა კანდელაკი:
– იცი, როგორც ჩვენთან საქართველოში ამბობენ, ის არის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი, ყალბი რეფორმატორი, ყალბი პოლიტიკოსი, ყალბი ქართველი და ეხლა უკვე ყალბი უკრაინელიც. ის არის აბსოლუტური სიყალბე წარმოქმნილი სიყალბისაგან.
აი კორონავირუსი, ეს ვირუსია, ხოლო სააკაშვილი, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვირუსია.
ერთხელ, რომელიღაცა პოლონელმა მინისტრმა, არ მახსოვს მისი სახელი… მოგეხსენება პოლონეთს რუსეთთან არც თუ ისე დიდი მეგობრობა აკავშირებს.. მან სააკაშვილზე ასე თქვა, რომ 400 სატანკო დივიზიაც რომ მყავდეს, რუსეთთან ომს ვერც კი გავიფიქრებდი. სააკაშვილმა კი გადაწყვიტა. ეს მე პირველწყაროებიდან ვიცი.
დიმიტრი გორდონი:
– ანუ შენ თვლი, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი?
თინა კანდელაკი:
– მე კი არ ვთვლი, მან ეს პირადად მითხრა.
დიმიტრი გორდონი:
– სააკაშვილმა?
თინა კანდელაკი:
– რა თქმა უნდა. ეს მან პირადად მითხრა. ჩვენ შევხვდით ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში და მან მიჩვენა მთელი გზა, რომლითაც აპირებდა რუსეთთან ომის დაწყებას, თან თვალებში მიყურებდა. ეს რუსეთში ყველამ იცის, მე არაერთხელ მომიყოლია ამის შესახებ. მე ამ ბოდვების ცოცხალი მოწმე ვარ.
დიმიტრი გორდონი:
– კეთილი. აი დღეს ხომ ოთხშაბათია, შაბათს სააკაშვილი სტუმრად მეყოლება, შენგან რა გადავცე?
თინა კანდელაკი:
– ჩემგან გადეცი, ზუსტად ის, რაც აი მაშინ ვუთხარი, როცა გაბოროტებულმა ხელი მტაცა, ის ხომ უზარმაზარია, და გამწარებულმა ამიტაცა. მე ვუთხარი ძირს დავეშვი.
დიმიტრი გორდონი:
გაკოცა?
თინა კანდელაკი:
– არა მადლობა ღმრთს, არც შენ გისურვებ. არ გირჩევ მასთან კოცნაობას.
მაშინ ვუთხარი: დრონი მეფობენ და არა მეფენი, დამსვი ეხლავე მიწაზე. არ ვიცი ახსოვს თუ არა ეს ყველაფერი.
ჩვენთან სვეტიცხოველია, სადაც დასაფლავებულნი არიან ის ქართველები, ვინც საქართველოს მოუტანა დიდება, გამარჯვება, აღმასვლა… და იქ ხალხი დადის. ანუ ქართველისთვის დიდი პატივისცემაა, როდესაც მის საფლავზე ცოცხალი ადამიანები დადიან.
ზუსტად მაშინ თვალებში ვუყურებდი და ვუთხარი, რომ იმედია, შენ რომ მოკვდები შენი ფერფლიც კი არ იარსებებს, რომ ცოცხალმა ადამიანმა შენს საფლავზე ფეხი არ დაადგას.
მე მას ვერ ვიტან და ძალიან განვიცდი უკრაინის ამბებს, რომ თქვენ დიდ შეცდომას იმეორებთ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს როგორ გამოგივიდათ. თქვენ ხომ მშვენიერი მაგალითი გაქვთ, თუ რა მოხდა საქართველოში.
რატომ გგონიაათ, რომ ეს ყველაფერი თქვენთანაც არ განმეორდება? ვალების, შეცდომების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია.























