
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებოდა გარდაცვლილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების დღეს. ვიდეო რამდენიმე საათით ადრე დაბადების დღეზეა გადაღებული.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ცოტახნის წინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.























