12:47 | 2020-06-23 ავტორი: Prime Time

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთი პანდემიის დროს საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩინეთი პანდემიის დროს საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთი პანდემიის დროს ევროპაში საავადმყოფოებზე კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ეს მიუღებელია და ევროკავშირი ასეთ „მავნე“ ქმედებებს არ მოითმენს. ამის შესახებ Euractiv-ი იუწყება.

 

„ჩვენ ვნახეთ თავდასხმები კომპიუტერულ სისტემებზე, ჰოსპიტალზე და ვიცით კიბერთავდასხმების წარმომავლობა. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

ცნობისთვის, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ჩინეთის ევროპაში დეზინფორმაციას ავრცელებდა.

 

ასევე, რამდენიმე დღის წინ ავტრალიის მთავრობის ფედერალური სააგენტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში განხორციელებული კიბერ-შეტევის უკან ჩინეთი დგას.

ავტორი: Prime Time

X