
„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ მოსახლეობას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ქუჩაში გასვლას, რათა გამოირიცხოს ინფექციის გავრცელება.
„ეს არის რთული დღეები ჩვენთვის. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და გვინდა დახმარება. ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავაყენოთ იმათ ადგილას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ასევე საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ იმათ ადგილას, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ებრძვის დაავადებას საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში. მინდა, ყველას მათ გამძლეობა ვუსურვო.
ჯანმრთელობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე. ეს განსაკუთრებული მომენტია და თქვენ უნდა დაიცვათ ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებები. მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურ ბრძოლას.
ეს არის დრო, როცა უფრო მეტად მეტად პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და დავრჩეთ სახლში. ეს დრო იდეალურია იმისთვის, რომ დატკბეთ ახლობლებთან ყოფნით, რასაც ხშირად მოკლებულნი ვართ.
ყველას ვეხვევი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ სულ მალე სიტუაციის გამოსწორებას. #დარჩით სახლში”, – დაწერა მესიმ „ინსატგრამში“.
კორონავირუსის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია. ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან.






















