
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, მიმდინარე კვირაში პარლამენტში გამოცხადდეს და არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს.
„მინისტრმა გამოხატა მზაობა, ამ კვირაში მოვიდეს კომიტეტში და უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც თქვენ გქონდათ რიგ მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებთან, ასევე 520-ე დადგენილების შედეგებთან მიმართებაში.
ჩვენ ველოდებით დროის დაზუსტებას, როდის ჩათვლის კომიტეტი მიზანშეწონილად ამ შეხვედრის დაგეგმვას“,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე პარალმენტში კითხვებზე საპასუხოდ რამდენჯერმე მიიწვიეს. ბოლო მიწვევის შემდეგ მან ჯანდაცვის კომიტეტეს წერილი გაუგზავნა და მისვლაზე გადავადება ითხოვა.























