
„ჯორჯიან მანგანეზი“ ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ჭიათურასა და ზესტაფონში აგრძელებს.
ქუჩების და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით ჭიათურაში შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა: 9 აპრილის ქუჩა ლეჟუბანში და 9 აპრილის ქუჩა ნაგუთში, მერკვილაძის, გოგებაშვილის, თორღვაშვილის, ბარათაშვილის, ნინოშვილის, ჭავჭავაძის, ნიკოპოლის, თხელიძის, აბაშიძის ქუჩებზე და ტოლსტოის ხიდზე.
ხოლო ზესტაფონში ქუჩები შემდეგი მიმართულებებით მოირეცხა: კვალითის დასახლება, რუსთაველის, ფარნავაზის, აღმაშენებლის, წერეთლის და ჩიკაშუა ქუჩებზე.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოებს ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად ახორციელებს. ასევე, ორივე რეგიონში კომპანიის მიერ ყოველდღიური დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
























