15:29 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ვატიკანში სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება

ვატიკანში სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება

ვატიკანში სააღდგომო მსახურება კორონავირუსის გამო მორწმუნეების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას ვატიკანი ავრცელებს.

 

„საერთაშორისო დონეზე ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის გამო, წმინდა კვირაში ყველა მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კათოლიკე მრევლი ასევე ვერ დაესწრება ღვთისმსახურებას ვნების კვირის განმავლობაში. 3 აპრილამდე ტურისტებისთვის დაკეტილია წმინდა პეტრეს ტაძარი, მიმდებარე მოედანი და მუზეუმებიც.

 

 

 

კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების წესი შეცვალეს
2020-03-06კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების წესი შეცვალეს

 

ავტორი: Prime Time

X