
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
„სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ სახელმწიფოს რეაგირებამ, დაუსჯელობამ, მკვლელების პრაქტიკულად წახალისებამ, დღეს მერაბიშვილის საჯარო აქტიურობამ და კვლავ განცხადებულმა ამბიციებმა გახადა შესაძლებელი ის, რომ რამდენიმე დღის გაუჩინაურებულ ახალგაზრდას ეძებდა დაზაფრული ქვეყანა.
არავის აღმოაჩნდა კაცობა სიმართლე ეთქვა.
ალბათ ფიქრობდნენ, იქნებ გაგვიმართლოს და ვერ იპოვონო. იმათ თუ შერჩათ და შემდეგ კიდევ ბევრს, ჩვენც იქნებ ბედმა გაგვიღიმოსო. ასეთ ქვეყანად და საზოგადოებად ვიქეცით“, – წერს ხიდაშელი.
ეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, ლუკა შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
ნახეთ ვიდეო: „მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ“ – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად























