
59 წლის ქალი ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, გაუქმებულ ლიფტში ჩავარდა და დაზიანება მიიღო. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა.
როგორც შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყვება, ლიფტს ჩავარდნის შედეგად მან ფეხი დაიზიანა.
„ეს ლიფტი არის გაუქმებული, მაგრამ სათავსოდ ვიყენებთ. ერთხელაც, რომ შევედი იატაკი ჩავარდა და ამან გამოიწვია ჩემი ფეხის დაზიანება“, – ამბობს დაზარალებული ადგილობრივი მკვიდრი.
სულხან-საბას ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, მრავალსართულიან კორპუსში ლიფტის პრობლემა წლებია აქვთ. თუმცა, ამ საკითხის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ლიფტების რეაბილიტაცია თანადაფინანსების პრინციპით ხდება, 90 პროცენტს ქალაქის ბიუჯეტი ფარავს, დარჩენილ 10 პროცენტს კორპუსის ამხანაგობა.























