21:08 | 2020-06-25 ავტორი: თამარ გონგაძე

ამაღელვებელი სიახლე ხატია ბუნიათიშვილისგან

ამაღელვებელი სიახლე ხატია ბუნიათიშვილისგან

“ამაღელვებელი სიახლე. “კონცერტი ტყეში” უკვე ვიზუალური ალბომის სახით არის ხელმისაწვდომი” – წერს მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოაციალურ ქსელში.

 

სოციალურ ქსელში ატირებული ხატია ბუნიათიშვილის კადრები ვრცელდება
2020-06-23სოციალურ ქსელში ატირებული ხატია ბუნიათიშვილის კადრები ვრცელდება

 

საფორტეპიანო კონცერტი სახელწოდებით – “კონცერტი ტყეში” 2013 წელს, ბერლინთან ახლოს მდებარე ტყეში ჩატარდა. ალბომი, რომელიც “სონი კლასიკალმა” ახლა გამოუშვა, 19 კომპოზიციას შეიცავს.

 

ვიზუალური ალბომის დასაწყისს წამძღვარებული აქვს ხატიას წინასიტყვაობა, სადაც ის თავის თავზე ყვება, რომ ბათუმში დაიბადა და მუსიკაში დედისა და დის წყალობით აღმოჩნდა.

 

ამ ალბომს კი დედას უძღვნის, რომელმაც მას და თავის დას – გვანცას ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა.

ავტორი: თამარ გონგაძე

X