
„ქართული, მკვლელი მენტალიტეტი, ჩატეული ერთ „გოთვერნულ“ სიტყვა – „უბან“-ში. ხროვის განცდა. თუ ჩემი „უბნელი“ არ ხარ, ე.ი. უცხო ხარ, მიუღებელი ხარ… მტერი ხარ“, – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ცალუღელაშვილი.
მისი ინფორმაციით, სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო დაპირისაპირება, რომელიც წინ უძღოდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას.
„შელაპარაკება მოყვა კითხვას, შენ რა უბნელი ხარო? როგორც მეუბნებიან, ნახალოვკელმა ახალგაზრდამ კითხა ერთ-ერთ ბიჭს, მან რომ უპასუხა საბურთალოელი ვარო, ნახალოვკელმა უთხრა, ე.ი. უცხო ყოფილხარო… ეს იუკადრისა მეორემ, რას ქვია უცხოო, – ყველა უცხოსო და შეიგინა.
ამის გამო დაიწყო კონფლიქტი. თავად გიორგი შაქარაშვილი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა“, – წერს „ფეისბუქში“ ლევან ცალუღელაშვილი.
შენიშვნა: ცალუღელაშვილმა ეს ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე, შესაბამისად მისი სტატუსი ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია სწორედ მას მიაწოდეს. მოგვიანებით, ცალუღელაშვილმა დააზუსტა, რომ ეს არა მისი, არამედ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციაა, რომელიც მან „კვირის პალიტრაში“ გააჟღერა. შესაბამისად, საკუთარ ფეისბუქ-სტატუსში ცალუღელაშვილი კობაიძეს ციტირებს.
ასევე ნახეთ:
- პატრიარქის სამძიმარი გიორგი შაქარაშვილის მშობლებს – ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია
- არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი – გიორგი შაქარაშვილის ბიძა






















